воскресенье, 23 октября 2016 г.

VII დღის რეფლექსია

    დღესაც, როგორც ყოველთვის, დეტალურად განვიხილეთ საშინაო დავალება.ბატონი გიორგის დახმარებით შევადარეთ  მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტი მოსწავლის პრეზენტაციის სლაიდშოუს. შევასწორეთ შეცდომები. ვისწავლე სლაიდშოუში გამოყენებული მასალის ავტორთა და ვებგვერდის მისამართის მითითება.
    განვიხილეთ პროექტის გეგმა, კონკრეტულად შეფასების გეგმა და სასწავლო პროცედურები.
    დავიწყეთ ფოსტაში "დისკზე" (დრაივზე) პროექტის პორტფოლიოში საჭირო ფაილების ატვირთვა. კერძოდ, "კურსის რესურსებში" ავტვირთეთ "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები", სასწავლო პროექტის, ბუკლეტისა და პრეზენტაციის ბუკლეტების შაბლონები.
    გიორგის ბლოგის რესურსებში გავეცანით შეფასებებს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პროექტის შეფასებებში. ასევე გავეცანით პორტფოლიოს შეფასების ჩეკლისტს.
დღე საინტერესო და შრომატევადი იყო.

суббота, 22 октября 2016 г.

VI დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო...შევისწავლეთ ბლოგში გაჯეტების და გვერდების დამატება.განვიხილეთ შექმნილი სლაიდები.შევქმენით ჩვენი პროექტის კრიტერიუმების ჩექლისტი.ვისაუბრეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შექმნქსა და მის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტებზე, რომელიც კარგ შედეგზე გასვლას შეუწყობს ხელს. 

воскресенье, 16 октября 2016 г.

V დღის რეფლექსია

მე-5 ტრენინგზე წარმოვიდგინეთ და განვიხილეთ შექმნილი პრეზენტაციები და ბუკლეტები,განვიხილეთ წიგნის მე-4 მოდული,გავიგეთ როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლეების ბროშიურების და პრეზენტაციის ჩეკლისტი,ვისწავლეთ კითხვარის შედგენა,მივიღეთ საშინაო დავალება (ჩეკლისტის შექმნა და შეფასებების განხილვა).

воскресенье, 2 октября 2016 г.

IV დღის რეფლექსია


დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.გავეცანით ბლოგის ინსტრუმენნტებს.ვისაუბრეთ კომენტარების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ბუკლეტები.ასევე ვისაუბრეთ მესამე მოდულის კავშირებზე, სადაც საუბარი იყო საავტორო უფლებებზე.ბოლოს გავეცანით მეორე მოდულის მეხუთე აქტივობას და პედაგოგის  პრეზენტაციის მომზადებას, ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში, შევქმენით ახალი გვერდები.ასევე განვიხილეთ გეგმა და მივიღეთ დავალება.

суббота, 1 октября 2016 г.

III დღის რეფლექსია

თითოეულმა მონაწილემ წავიკითხეთ და გავარჩიეთ საშინაო დავალება.  გავითვალისწინეთ გიორგის ,კოლეგების რჩევები და შევიტანეთ შესწორებები.შევადგინეთ პროექტისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ტრენინგის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება : მოვიფიქროთ კითხვარები 1 ან რამდენიმე ,რომლითაც შევამოწმებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას.


II დღის რეფლექსია

ინტელის მეორე გაკვეთილზე ვისწავლეთ ბლოგის და ბუკლეტის შექმნა. გავხსენით საკუთარი ბლოგი. გავეცანი, როგორ შევქმნა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, თუმცა ამ საკითხში ცოტა ბუნდოვნად გავერკვიე( ეჭვი მეპარება სწორია თუ არა თემატური,ზოგადი ან შინაარსობრივი კითხვები, ალბათ პრაკტიკა მიჩვენებს.
შემდეგი ტრენიგისთვის  საშინაო დავალებად მივიღეთ: 1. შევქმნათ ბუკლეტიდა 2. შევავსოთ შაბლონი.